ვაკანტური ადგილის შევსების პროცედურა 

კონკურსის გამოცხადება 

1. ახალი თანამშრომლის დაქირავების მოთხოვნას აკეთებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მოთხოვნის გაგზავნისას უშუალო ადრესატია ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი, ამავედროს, მომთხოვნი პირი მიმოწერაში ამატებს აღმასრულებელ დირექტორს (carbon copy) 
2. ახალი თანამშროლის დაქირავების მოთხოვნა უნდა მოიცავდეს:
➢ პოზიციის დასახელებას 
➢ სამუშაო აღწერილობას 
➢ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს
➢ ბიუჯეტს, რომლის ფარგლებშიც განიხილება თანამშრომლის დაქირავება (მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა) 
3. მოთხოვნის მიღებიდან მეორე სამუშაო დღეს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური დასაქმების ვებგვერდებზე განათავსებს საკონკურსო განაცხადს 
4. საკონკურსო განაცხადის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში, ადამიანური რესურსების სამსახური იღებს ვალდებულებას, რომ შერჩეული კანდიდატისთვის მზად იყოს შეთავაზება.
5. ვადები შესაძლოა გაიზარდოს დეფიციტური პოზიციების შემთხვევაში, რაზეც წინასწარ ეცნობება მომთხოვნ მხარეს.
6. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური არ იღებს ვალდებულებას შერჩევის ვადებში დასრულებაზე, ხარისხზე, თუ დაქირავების მოთხოვნის ავტორი კონკურსის მსვლელობისას ცვლის მოთხოვნებს, ბიუჯეტს, ან დასაქმებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პირობას. 
7. შერჩევის კონკურსის მსვლელობისას დასაქმების პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ელექტრონული ფოსტით მიეწოდება ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსს და მიმოწერაში დამატებულია აღამსრულებელი დირექტორი (carbon copy) 

8. ინფორმაციას შერჩეულ კანდიდატთან დაკავშირებით ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური აწვდის დაქირავების მომთხოვნ პირს და მიმოწერაში ამატებს აღმასრულებელ დირექტორს (carbon copy)

 წინასახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა და დასაქმება

კანდიდატისთვის დასაქმების შეთავაზების დოკუმენტის მიწოდება და ხელმოწერის კოორდინაცია. 

დასაქმების შეთავაზების დოკუმენტს ამზადებს ადმიანური რესურსების სამსახური და ხელმოწერით ადასტურებს ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი.

 შერჩეულმა კანდიდატმა თავის მხრივ უნდა წარადგინოს:
➢ პირადობის მოწმობის ასლი 
➢ შევსებული თანამშრომლის ანკეტა და ფოტო (ანკეტის ფორმას აწვდის ადმიანური რესურსების მართვის სამსახური) 
➢ განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები
➢ პოზიციის შინაარსიდან გამომდინარე, ადამიანურმა რესურსების სამსახურმა შესაძლოა მოითხოვოს სხვა, დამატებითი დოკუმენტი 
კანდიდატისგან დოკუმენტების მიღების შემდეგ, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური კანდიდატს აწვდის: 
➢ თანამშრომლობის კონტრაქტს, ხელმოწერის მიზნით 
➢ კომპანიის შინაგანაწესს, გაცნობის მიზნით 

კანდიდატის მიერ დასაქმების შეთავაზების ხელმოწერით დადასტურების შემდეგ, ორი სამუშაო დღის ვადაში, ადამიანური რესურსების სამსახური აორგანიზებს სამუშაო სივრცის მოწყობასა და სამუშაო ადგილის აღჭურვას, შემდეგნაირად: 

9. New hire და IT Support Help Desk-ის ელ.მისამართებზე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახური წერს წერილს, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: 
➢ კანდიდატის სახელი გვარი 
➢ სამსახურში გამოსვლის თარიღი 
➢ სამუშაო ადგილის მოწყობისა და აღჭურვის მოთხოვნა 

ამავე ელექტრონულ მისამართებზე ადამიანური რესურსების სამსახური ამატებს კანდიდატის უშუალო ხელმძღვანელს (carbon copy), რომელმაც უნდა დააზუსტოს:
➢ რომელ მეილ ჯგუფებში უნდა ჩაისვას ახალი თანამშრომელი 
➢ რომელ გაზიარებულ ფაილებთან ჰქონდეს წვდომა
➢ დამატებით რა ინვენტარი დასჭირდება ახალ თანამშრომელს (მობილური ტელეფონის აპარატი, პლანშეტი, კორპორატიული სასაუბრო ლიმიტი და სხვ. ნებისმიერი საჭიროება). 

10. ახალი თანამშრომლის სამუშაო სივრცის მოწყობის გადამოწმებაზე პასუხისმგებელია მისი უშუალო ხელმძღვანელი, რომელმაც უნდა გადაამოწმოს 4 სამუშაო დღით ადრე (თუ შერჩევის ვადები იძლევა ამის საშუალებას) 

11. თუ სამუშაო ადგილი არ არის ბოლომდე მოწესრიგებული, სამსახურის ხელმძღვანელმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა მოიწეროს newhire@archi.ge მისამართზე 

პასუხისმგებლობა 

ადამიანური რესურსები პასუხისმგებელია:

➢ ვაკანსიის გამოცხადებაზე
➢ კანდიდატის შერჩევაზე
➢ შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემაზე 

ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი პასუხიმგებელია: 
➢ ახალი თანამშრომლისთვის კომპიუტერული ტექნიკის მიწოდებაზე (კომპიუტერი, პრინტერი, სკანერი, შიდა ტელეფონი და სხვ. საჭიროებიდან გამომდინარე) 
➢ მომხმარებლის სახელისა და პაროლის გაწერაზე
➢ კომპიუტერში მაიქროსოფთ ოფისის, სხვა საჭირო პროგრამების ჩაწერასა და გაზიარებულ ფაილებთან წვდომაზე 
➢ ახალი თანამშრომლის შიდა ქსელში ჩართვაზე - შიდა ნომერი 

ადმინისტრაცია პასუხისმგებელია: 
➢ ახალი თანამშრომლის სამუშაო სივრცის მოწყობაზე - შესაბამისი ავეჯი 
➢ საკანცელარიო ინვეტარით უზრუნველყოფა
➢ კორპორატიულ მობილურ ქსელში ჩართვა 

შესყიდვები პასუხსმგებელია: 
➢ ინფორმაციული ტექნოლოგიებისგან და ადმინისტრაციისგან მიღებული შესყიდვის მოთხოვნის გონივრულ ვადებში დაკმაყოფილებაზე